დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 593 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 16/11/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.010.000.05.001.001.594 |
საქართველოს კანონი
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 98-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 99. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შეჩერება
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება (რესერტიფიცირება) შეჩერდეს 2005 წლის 1 სექტემბრამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 11 ნოემბერი.
№593-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები