„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016172
22
05/06/2015
ვებგვერდი, 09/06/2015
190020020.35.129.016172
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №22

2015 წლის 5 ივნისი

ქ. ჭიათურა

„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:

მუხლი 1
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში (სსმ, 04/03/2015) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) წარმატებული ახალგაზრდა:

დ.ა) მუნიციპალიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ასევე ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა I, II, III საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში ან გამოცხადდა გამარჯვებულად;

დ.ბ) მედია-პროექტში გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელით;

დ.გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი მოსწავლე;

დ.დ) საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლე.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წარჩინებული სტუდენტი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლის კურსდამთავრებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შეფასება წინა სასწავლო სემესტრში თითოეულ საგანში არის 91 – 100 ქულა და რომელიც რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართს დაემატოს 61 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილის დაჯილდოება

1. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილის ფულადი ჯილდო განისაზღვრება 700 ლარის ოდენობით.

2. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილემ/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი