დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016174 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, 21/01/2015) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სტიქიური მოვლენებისა და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებულთა დახმარება;“ |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.“
|
გ)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სტიქიური მოვლენებისა და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებულთა დახმარება 1. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების ბენეფიციარია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენებისა და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებული მოქალაქე, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები ან რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვლილის ოჯახი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტიქიური მოვლენის ან სხვა დაუძლეველი ძალის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობა და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ზ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნის შესაბამისად. 3. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებისა და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან შემოსული განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს. |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით.“ |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დხმარება მიეცემა მარჩენალდაკარგულ პირს (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე) წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები