დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016150 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №23
2015 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი,13.11.2014წ., 010340000.32.061.016114) დამტკიცებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-9 მუხლის 21 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წარმომადგენლობებში შექმნილი კომისიების საქმიანობის მონიტორინგი;“.
3. დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მისი მუდმივი განახლება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.“.
4. დებულების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილება უფლებამოსილია, საკუთარი ფუნქციების განხორციელების მიზნით და კანონმდებლობის შესაბამისად, გამოითხოვოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები