დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.018638 |
|
„მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „მასწავლებლის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №72 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, 430050000.10.003.018457) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მასწავლებლის შეფასების წესის“ 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის საგნის გამოცდის ჩატარება 1. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისათვის უცხოური ენისა და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა ჩატარდება 2015 წელს, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში/თარიღებში. 2. მუსიკისა და სპორტის (ფიზიკური აღზრდის) მასწავლებლებისათვის, ასევე, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებლებისათვის (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისა) საგნის გამოცდა ჩატარდება 2016 წელს, პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის საგნის გამოცდის ჩატარების წესის საფუძველზე განსაზღვრულ თარიღში/თარიღებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები