„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 251
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.018636
251
04/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
440050000.10.003.018636
„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №251

2015 წლის 4 ივნისი

ქ.თბილისი

 

„მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2011, 440050000.10.003.016247) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  დამტკიცდეს:

 1. მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ თანდართული დებულება №1 დანართის შესაბამისად.

 2.  საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები №2 დანართის შესაბამისად.“.

 2.  პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული,  „მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“  დებულების (№1 დანართი):

ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფონდის გენერალური დირექტორი - ფონდის მართვის ორგანო, რომ­ლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექ­ტე­ბ­ის დამტკიცება;“;

 ბ) მე-7 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე,  სა­­უ­კეთესო ქულების მქონე პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება და მტცუ-ში გადაგზავნა;

ე) მტცუ-ის მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერ­ჩეული პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ;“;

გ) მე-9 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპერტების შეფასების საფუძველზე დგინდება პრო­ექტების რანჟირებული ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.

4.  დამტკიცებული ნუსხა გადაიგზავნება მტცუ-ში.

5. მტცუ-ის მმართველთა საბჭოს მიერ დასაფინანსებლად შერ­­ჩეულ პროექტებს ამტკიცებს ფონდის გენერალური დირექტორი.“;

დ)  მე-10 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არ შეიძლება პროექტის შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი პირი:

ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია ძირითად პერ­სო­ნალ­თან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლე­ვით პროექტში;

ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინან­სუ­რი ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარ­ცხე­ბის შემთხვევაში;

გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მე­თო­დიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად გან­­სხვავებული პოზიცია;

დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პრო­ექ­ტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათ­ეს­ა­ვია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომ­ად­გე­ნე­ლია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრო­მით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხა­რეს­თან.“;

დ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ექსპერტი ვალდებულია, ფონდის გენერალურ დირექტორს ოფი­ცია­ლუ­რად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვი­თ­აცილების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია, ექსპერტის ინტერესთა კონ­ფლიქტის შესახებ, ფონდისთვის ცნობილი გახდება და­სა­ფი­ნან­სებლად შერჩეული პროექტების დამ­ტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მი­ერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.“;

ე) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის გენერალური დირექტორის  მიერ დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს სა­გრან­ტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შე­რ­­­ჩეულ პროექტებში მონაწილე ძირითად პერსონალთან და წა­მ­ყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი