„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/06/2015
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016073
03
04/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
310020000.55.067.016073
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის N31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №03

2015 წლის 4 ივნისი

ქ. ბათუმი

 

„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის №31 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:

1. წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრუინგო  კომპანიის  აღიარების და შემდგომი ყოველწლიური მონიტორინგის საფასურის  ოდენობა  და გადახდის  წესი განისაზღვრება  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის  №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების  სახეების,  ვადების,  საფასურის  განაკვეთების,  ასევე  საფასურის  გადახდისა  და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად.“.

2. წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  საკრუინგო კომპანიას გააჩნია მოქმედი პერსონალურ მონაცემთა ბაზა, რომელიც მინიმუმ მოიცავს შემდეგს:

ბ.ა) მეზღვაურის სახელი და გვარი;

ბ.ბ) მეზღვაურის ნომერი;

ბ.გ) მეზღვაურის დაბადების თარიღი;

ბ.დ) გემის მონაცემები (გემის სახელი, ტიპი, IMO ნომერი, დროშა, ტევადობა, სიმძლავრე) დასაქმების შემთხვევაში;

ბ.ე) ნაოსნობის პერიოდი (დანიშვნის თარიღი, დათხოვნის თარიღი);

ბ.ვ) რანგი.“

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკრუინგო კომპანიას გააჩნია  ხარისხის მართვის სისტემის მოქმედი სერტიფიკატი შემდეგი დოკუმენტური დასაბუთებით: ხარისხის სახელმძღვანელო და წინამდებარე წესის მე-3 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურები.“

3. წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო აღიარების სერტიფიკატს გასცემს ან გაცემაზე უარს აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებით „საჯარო სამართლის ურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ ვადებში.“

4. წესის მე-3 მუხლის:

ა) „ი“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ყოველ 3 (სამი) თვეში ერთხელ მიაწოდოს სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაცია მის მიერ დასაქმებული მეზღვაურების შესახებ, სააგენტოს მიერ მიწოდებული (რეგისტრირებული) ფორმის შესაბამისად.“

ბ) „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) უზრუნველყოს მინიმუმ ერთი მეზღვაურის დასაქმება კალენდარული წლის განმავლობაში;“

5. წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოწმების   პროცესში  აღმოჩენილი   შეუსაბამობების     აღმოსაფხვრელად   სააგენტო  განსაზღვრავს   ვადას მინიმუმ 10 (ათი)  სამუშაო  დღის  ოდენობით.  საკრუინგო კომპანია  ვალდებულია  შეატყობინოს  სააგენტოს შეუსაბამობების აღმოფხვრის  შესახებ, რომლის  შემდეგაც სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე ან/და შემდგომი ყოველწლიური მონიტორინგის დროს გადაამოწმოს  აღმოფხვრილი შეუსაბამობები."

6. წესის მე-4 მუხლის მე-4- მე-10  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

4. აღიარების სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით. აღიარების სერტიფიკატის შეჩერების ვადა განისაზღვრება 2 თვით. აღიარების სერტიფიკატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება:

ა) თუ საკრუინგო კომპანიამ არ აღმოფხვრა დაფიქსირებული შეუსაბამობები ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარემოებების დადასტურებისას.

შეჩერებული აღიარების სერტიფიკატის განახლების მოთხოვნით საკრუინგო კომპანია უფლებამოსილია წარადგინოს აღიარების სერტიფიკატის  შეჩერების  გამომწვევი გარემოებების  აღმოფხვრის  შესახებ დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაცია შეჩერებიდან 2 თვის ვადაში. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტას.

5. აღიარების სერტიფიკატის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება:

ა) თუ საკრუინგო კომპანია აღარ შეესაბამება წინამდებარე წესის მოთხოვნებს;

ბ) თუ საკრუინგო კომპანიამ წარადგინა მცდარი ან ცრუ ინფორმაცია სააგენტოში;

გ) თუ საკრუინგო კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა;

დ) თუ საკრუინგო კომპანიამ მინიმუმ ერთი მეზღვაური მაინც არ დაასაქმა კალენდარული წლის განმავლობაში;

ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული დოკუმენტურად დასაბუთებული ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, 2 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ.“

6. აღიარების სერტიფიკატის მოქმედების  შეწყვეტის შემდეგ, სააგენტოს  გადაწყვეტილების  შეტყობიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკრუინგო კომპანია ვალდებულია დააბრუნოს აღიარების სერტიფიკატი.

7. საკრუინგო კომპანია  უფლებამოსილია  ხელახლა  შეიტანოს განაცხადი აღიარების მოთხოვნით, აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ.

8. სააგენტო ოფიციალურად აქვეყნებს აღიარების სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე;

9.  წინამდებარე   წესიდან   გამომდინარე   ნებისმიერი   გადაწყვეტილება,   გარდა   ყოველწლიური   მონიტორინგის განხორციელებისა, ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

10. ყოველწლიური მონიტორინგი ტარდება ერთი წლის ვადის გასვლიდან მომდევნო 2 (ორი) თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე