„საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018628
243
02/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
430210000.10.003.018628
„საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №243

2015 წლის 2 ივნისი

ქ.თბილისი

 

„საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №149 დადგენილებაში (სსმ, 10/07/2008, 430.210.000.10.003.001.094) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1.  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკის სფეროებში მომუშავე პირების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საკონფერენციო გრანტების გაცემის თანდართული წესი.“.

 2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული „საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის“:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საგრანტო კონკურსის მიზანი

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. საკონფერენციო გრანტის გაცემას ახორციელებს სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეც­ნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).

2. ფონდი დაფინანსებას ახორ­ციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

3. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) საერთაშორისო საკონფერენციო გრანტების კონკურსის გამოცხა­დებას;

ბ) კონკურსის გამართვისა და საკონფერენციო გრან­ტების განაცხადების (პროექტების) მიღების ვადების დადგე­ნასა და საჯაროდ გამოცხადებას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას;

გ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ წე­სით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს წარ­­­დგე­ნილ განაცხადებს (დანართის შესაბამისად);

დ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებას; 

ე) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებასა და შემ­დგომ კონტროლს, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. კონკურსში მონაწილეობის პირობების დარღვევის  შემთხვევაში, ფონდი იტოვებს უფლებამოსილებას, არ განიხილოს შემოსული პროექტი.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საკონკურსო კომისია

1. საკონკურსო კომისია (შემდგომში − კომისია) იქმნება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

3. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან/და ფონდის გენერალური დირექტორი.

4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარი მაინც.

5. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისია:

ა) ადგენს იმ კონკურსანტთა სიას, რომელთა განაცხადები არ შეესაბამება ამ წესით და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის თაობაზე;

ბ) განიხილავს კონკურსანტების განაცხადებს (საკონკურსო დოკუმენტაციას) და ახდენს მათ შეფასებასა და შერჩევას.“;

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ანგარიშგება, მონიტორინგი

1. კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ, ფონდი აფორმებს ხელშეკრულებებს გრანტის მიმღებებთან, რომლებშიც გაიწერება ურთიერთვალდებულებათა დეტალური პირობები.

2. გრანტის მიმღებმა კონფერენციის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინოს განხორციელებული ღონისძიების (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ტექნიკური ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან.

3. ფინანსურ ანგარიშში დეტალურად გაწერილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს ხარჯთა ნუსხა.

4. პროგრამული ანგარიში ჩატარებული კონფერენციის შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით.

5. ფონდის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ კონფერენციას.

6. გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროგრამული ანგარიშები, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები შესაძლებელია, ფონდმა გამოიყენოს თავის ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში ჩართვის, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში გამოყენების მიზნით.“;

ვ) დანართი „პროექტის შეფასების კრიტერიუმები“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
საკონფერენციო გრანტების კონკურსში შემოსული განაცხადების

შეფასების კრიტერიუმები


შეფასების კრიტერიუმი

0 ქულა

შეუსაბამო

1 ქულა

სუსტი

 

2 ქულა

დამაკმაყოფილებელი

3 ქულა

კარგი

4 ქულა

ძალიან კარგი

5 ქულა

საუკეთესო

 

შეფასება (მინიჭებული ქულა)

1

კონფერენციის სტატუსი, მასშტაბი და სამიზნე ჯგუფები

 

 

 

 

 

 

 

2

კონფერენციის მიზანი და ამოცანები

 

 

 

 

 

 

 

3

კონფერენციის  სამეცნიერო და პრაქ­ტი­კუ­ლი მნიშვნელობა და აქტუალურობა

 

 

 

 

 

 

 

4

მოსალოდნე-ლი შედეგების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები (მასალებზე ღია წვდომა, მედიაგაშუქება, მარკეტინგი)

 

 

 

 

 

 

 

5

პროექტის განხორციელე-ბის გზებისა და გრაფიკის შესაბამისობა

 

 

 

 

 

 

 

6

არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ -ტექნიკური რესურსების გამოყენების რეალურობა

 

 

 

 

 

 

 

7

პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და ამო­ცანების განხორციელე­ბას­თან

 

 

 

 

 

 

 

8

შემოთავაზე-ბული ბიუჯეტი

შესაბამისობა

- თანადაფინანსება

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

შეუსაბამო

განაცხადი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან  ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო

1

სუსტი

განაცხადი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.

2

დამაკმაყოფილებელი

განაცხადი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები.

3

კარგი

განაცხადი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

4

ძალიან კარგი

განაცხადი ძალიან კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ გარკვეული დახვეწა შესაძლებელია.

5

საუკეთესო

განაცხადი წარმატებით პასუხობს კრიტერიუმს ყველა ასპექტში. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.

შენიშვნა:

1. შესაძლებელია 0.5; 1.5; 2.5; 3.5 და 4.5 ქულების მინიჭება.

2. წელიწადში ერთ საკონფერენციო გრანტზე 40 000 ლარზე მეტი თანხა არ გაიცემა.

3. ერთნაირი ქულების შემთხვევაში, განიხილება პირველი კრიტერიუმის ქულა; ამ კომპონენტის დამთხვევის შემთხვევაში, დაფინანსდება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტი.