„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018631
246
02/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
010240030.10.003.018631
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2015 წლის 2 ივნისი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლში:

1. პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. პირველ პუნქტს დაემატოს „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„რ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი;

ს) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი;

ტ) დაჭრილ და  დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი.“.

3. მე-4  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამინისტროს ადმინისტრაცია ახორციელებს:

გ.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფასა და სამინისტროს არქივის მართვას;

გ.ბ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვას;

გ.გ) საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვასა და აღნიშნული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

გ.დ) შესაბამის დაწესებულებებში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების), საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უზრუნველყოფას;

გ.ე) ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და ნატოს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას;

გ.ვ) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას;

გ.ზ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენასა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;

გ.თ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინებას;

გ.ი) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებასა და ვიზებით უზრუნველყოფას;

გ.კ) სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანს;

გ.ლ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობას;

გ.მ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, სამინისტროს საპროტოკოლო, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებასა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლს;

გ.ნ) სამინისტროს საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;

გ.ო) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და ვიზირებას;

გ.პ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მუშაობის ორგანიზებას, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობის კოორდინაციას;

გ.ჟ) მინისტრისათვის ინფორმაციისა და წინადადებების წარდგენას მინისტრისა და მისი მონაწილეობით განსახილველი საკითხებისა და მისაღები გადაწყვეტილებების თაობაზე;“.

4. ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტის „დ“, „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.გ“ და „ო“ ქვეპუნქტები.

5. მე-4 პუნქტს დაემატოს „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„რ) პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი:

რ.ა) უზრუნველყოფს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციასა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;

რ.ბ) ახორციელებს სამართალშემოქმედებით საქმიანობას, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, პროექტების მომზადებას;

რ.გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლო დავებზე, გამოძიებისა და სააღსრულებო ორგანოებში, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას;

რ.დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების  სამართლებრივ  უზრუნველყოფას;

რ.ე) შეიმუშავებს წინადადებებს თავდაცვის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით;

რ.ვ) უზრუნველყოფს თავდაცვის სისტემის რეფორმების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ს) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ს.ა) საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას ნატოში ინტეგრაციისა და ალიანსთან თანამშრომლობის საკითხების შესახებ;

ს.ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას;

ს.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას;

ს.დ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას;

ტ) დაჭრილ და  დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი ახორციელებს:

ტ.ა) დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას; 

ტ.ბ) დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეინტეგრაციის პროცესის ეფექტურად და ხარისხიანად წარმართვას სამინისტროს სისტემის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი