„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.018629
244
02/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
440050000.10.003.018629
„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2015 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში (სსმ, 22/02/2008, 440.050.000.10.003.000.974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

 

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკაზე მომუშავე პირების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დებულება მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ.“.

 

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

 

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასებს წარდგენილ განაცხადებს;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სამოგზაურო გრანტი გაიცემა შემდეგ საერთაშორისო ან რეგიონულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად:

 ა) კონფერენცია;

 ბ) კონგრესი;

 გ) ფორუმი;

 დ) სიმპოზიუმი;

 ე) სამუშაო შეხვედრა (სამეცნიერო სემინარი/Workshop);

 ვ) კონფერენციის, კონგრესის წინა ღონისძიება (მოკლევადიანი სემინარი, ტრენინგი) მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (დოქტორანტი, ან დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში).“;

 ბ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამოგზაურო გრანტის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ პირებს მიღებული უნდა ჰქონდეთ მოწვევა სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან და მათ მიერ შეთავაზებული მოხსენების (ზეპირი ან სასტენდო) პროგრამაში ჩასმის დადასტურების საბუთი.

5. სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა ფიზიკურ პირს, რომლებსაც აქვთ დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.“;

ბ.გ) მე-9 პუნქტის:

ბ.გ.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„ა1) კონფერენციის, კონგრესის წინა ღონისძიების (მოკლე სემინარის, ტრენინგის) სარეგისტრაციო გადასახადს მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერთათვის (დოქტორანტი ან დოქტორი, რომელსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში), თუ იგი გადახდილია ფონდის მიერ იმ კონკურსის გამოცხადების შემდეგ, რომელშიც გამარჯვებული საგრანტო პროექტი ფინანსდება.“;

ბ.გ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტრანსპორტით (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე; მხოლოდ ეკონომკლასის ბილეთი) ორმხრივი მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას;“;

 გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გრანტის მიმღები ანგარიშვალდებულია, ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის ვადაში, წარადგინოს მოხსენებითი ანგარიში და აგრეთვე 2 თვის ვადაში გააკეთოს პრეზენტაცია მოხსენებისა და კონფერენციის შესახებ ფონდის მიერ უზრუნველყოფილ საჯარო ღონისძიებაზე (საჯარო ლექციების/სემინარების სერიაში).“;

 დ) მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

 „მუხლი 7. შეფასების კრიტერიუმები

 

შეფასების კრიტერიუმი

ქულები

შეფასება (ქულა)

1

ღონისძიების

მნიშვნელობა - (ორგანიზატორის ავტორიტეტულობა, სტატუსი, მასშტაბი, აქტუალობა, ა.შ. )

3 ქულა

არ არის მნიშვნე-ლოვანი

 

6 ქულა

ნაკლებად მნიშვნე-ლოვანი

 

9 ქულა

კარგი,

მნიშვნე-ლოვანი

 

12 ქულა

ძალიან

მნიშვნე-ლოვანი

 

 

15 ქულა

განსა-კუთრებით

მნიშვნე-ლოვანი

 

 

 

შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზატორის სტატუსსა და მნიშვნელობას, ღონისძიების სტატუსსა და მნიშვნელობას და მასშტაბს.

2

განმცხადებლის როლი/მონაწილეობა ღონისძიებაში

 

 

 

 

 

2.1

 

 

 

5 ქულა

სასტენდო მოხსენება 

(პოსტერი)

10 ქულა

სექციის მოხსენე-ბა

 

15 ქულა

პლენარული მოხსენება

(Key note speaker)

 

2.2

 

2 ქულა

ღონის-ძიებაში განხორ-ციელებული სხვა სამეცნიერო აქტივობა 

 

4 ქულა

მოდერატორი; რაპორტერი;

კონფე-რენციის სამეცნიერო გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრობა

 

 

6 ქულა

სამეცნიერო სიმპოზიუმის/

სესიის თანა/

ხელმძღ-ვანელობა;

სამეცნიერო-

საორგა-ნიზაციო კომიტეტის წევრობა

8 ქულა

ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტის თანა/

ხელმძ-ღვანელობა; წევრობა

 

 

2.1-სა და 2.2-ში იწერება ერთი, უმაღლესი ქულა.

3

ბიუჯეტი

 

0 ქულა

არ შეესა-

ბამება

რეალურ ხარჯებს

2 ქულა

შეესაბამება რეალურ ხარჯებს

4 ქულა

შეესაბამება და აქვს

ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 10% თანადა-ფინანსე-ბა

(თვით-დაფინანსება ან სხვა წყაროდან)

6 ქულა

შეესაბამება და აქვს

ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 20%

თანადა-ფინანსება (თვით-დაფინანსება ან სხვა წყა-როდან)

8 ქულა

შეესაბამება და აქვს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 50% თანადა-ფინანსება (თვით-დაფინანსება ან სხვა წყაროდან)

10 ქულა

შეესაბამება და აქვს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინ. 20% (თანა-დაფინანსება მომწვევი მხარისგან)

 

 

ფასდება ბიუჯეტის ხარჯების შესაბამისობა და თანადაფინანსების კომპონენტი

4

განმცხადებლის სტატუსი

3 ქულა

მაგისტ-რი / მაგისტრანტი

4 ქულა

დოქტორანტი

5 ქულა

დოქტორი

 

 

დოქტორის ხარისხის მქონე პირს ენიჭება 5 ქულა, დოქტორანტს - 4 ქულა, მაგისტრს ან მაგისტრანტს - 3 ქულა

5

განმცხადებლის სამეცნიერო ნაშრომები

1 ქულა

ადგილობრივი

საკონფე-რენციო აბსტრაქ-ტები

2 ქულა

საერთა-შორისო

საკონფე-რენციო აბსტრაქტები

3 ქულა

პუბლი-კაცია ადგილობრივ რეფერირებად ჟურნალში

4 ქულა

პუბლიკაცია საერთა-შორისო რეფერირებად ჟურნალში, ადგილო-ბრივი აკადემი-ური გამომ-ცემლო-ბის მიერ გამოცემული მონოგრაფია

5 ქულა

საერთა-შორისო აკადემიური გამომ-ცემლობის მიერ გამოცემული მონო-გრაფიის თანა/

ავტორობა

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 3 ნაშრომი (ქულები ჯამდება)

6

მონაწილეობა სამეცნიერო კვლევით პროექტებში

1 ქულა

ადგილობრივ და

საქართველო-უცხოეთის ერთობლივ პროექტში მონაწილეობა

 

2 ქულა

 საერთაშორისო ფონდების/ორგანი-ზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობა

 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 3 პროექტი (განიხილება მხოლოდ ის საგრანტო პროექტები, რომლებიც დაიწყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; აგრეთვე − მხოლოდ ძირითადი პერსონალისა და ხელმძღვანელის სტატუსით მონაწილეობა); ქულები ჯამდება

7

განმცხადებლის ასაკობრივი ჭრილი

1 ქულა

40 წლის ზემოთ

7 ქულა

35-დან 40 წლამდე

14 ქულა

35 წლამდე

 

35 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერს ენიჭება 14 ქულა, 35-40 წლამდე - 7 ქულა, 40 წლის ზემოთ - 1 ქულა

 

ჯამი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ერთნაირი ქულების შემთხვევაში, პრიორიტეტულია პირველი კრიტერიუმის ქულა, ესეც თუ დაემთხვა − ფინანსდება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტი. 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი