დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.160.016304 |
|
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 სექტემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 22/09/2014, 010250040.35.160.016230) და პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს „131“ მუხლი:
„მუხლი 131. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე 1. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ა) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს; ბ) ევალება მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით/დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება; გ) ახორციელებს საკრებულოფს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ცალკეულ დავალებებს; დ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, ბიუროს, საკრებულოს კომისიების, სხდომების ჩატარებას; ე) საკრებულოს, ბიუროს და საკრებულოს კომისიების მასალების შესწავლა; ვ) საკრებულოს თავმჯდომარის პირადი კორესპონდენციის შესწავლა. 3. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის თანამშემწის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები