„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 10/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310.130.000.05.001.001.587
  • Word
513
26/10/2004
სსმ, 32, 10/11/2004
310.130.000.05.001.001.587
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

        მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №22(29), 1999 წ., მუხ. 104) 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII თავი:

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

        მუხლი 451. გარდამავალი დებულებები

1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით სავალდებულო, პერიოდულ, სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების გავლას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლოატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები:

ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-10–მე-15, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული სამგზავრო გადაყვანა, გარდა ადგილობრივი სატაქსო გადაყვანისა, აგრეთვე მე-19 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო გადა-ზიდვები.

ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნია.“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების სახელ-მწიფო ტექნიკური დათვალიერების გავლა არ არის სავალდებულო, არ გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-13 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ტექნიკური დათვალიერების გავლის მოთხოვნისა და ამის დამადასტურებელ საბუთთან დაკავშირებით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№513-IIს