დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.176.016086 |
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“. |
1. 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებით დამტკიცებული წესის II თავის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში, შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) შენობის სახურავის შეკეთების/ახლის მოწყობის შემთხვევაში (ბრტყელი და ქანობიანი გადახურვა) - 20 %; ბ) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების/ახლის მოწყობის შემთხვევაში - 20% გ) სადარბაზოს კარების დამზადებისა და მონტაჟის შემთხვევაში - 20%; დ) სადარბაზოების კეთილმოწყობის შემთხვევაში (ელ. გაყვანილობის მოწესრიგება, დაზიანებული მოაჯირების და კიბეების აღდგენა; კედლების შელესვა-შეღებვა) - 10%; ე) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების მონტაჟი და შეკეთება - 30%; 2. 2015 წლის 03 აპრილის №16 დადგენილებით დამტკიცებული წესის II თავის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება: ა) შენობის სახურავის შეკეთების/ახლის მოწყობის სამუშაოებს; ბ) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთების/ახლის მოწყობის სამუშაოებს; გ) სადარბაზოს კარების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოებს; დ) სადარბაზოების კეთილმოწყობის (ელ. გაყვანილობის მოწესრიგება, დაზიანებული მოაჯირების და კიბეების აღდგენა; კედლების შელესვა-შეღებვა) სამუშაოებს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები