დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის წესის და ტესტირებაში გამსვლელი მინიმალური ზღვრული ოდენობის დამტკიცები შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.159.016199 |
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის წესის და ტესტირებაში გამსვლელი მინიმალური ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის წესის და ტესტირებაში გამსვლელი მინიმალური ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 21/11/2014, 010250050.35.159.016172) და დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
| მუხლი 1 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება: |
1.
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; |
2.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; |
3.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: |
ა)
საქართველოს კონსტიტუცია; |
ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” |
გ)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” |
დ)
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; |
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); |
მუხლი 2.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის განყოფილების უფორისის საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
- განათლება - უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი); - სამუშაო გამოცდილება - 2 წელი;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;
- კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
- განათლებას პოზიციის პროფილის შესაბამისად; - ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას; - მაგისტრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; - უცხო ენების ცოდნას; - სამოტივაციო წერილს. |
მუხლი 3.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
- განათლება - უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი); - სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;
- კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;
- პოზიციის შესაბამის სამუშაო გამოცდილებას; - განათლებას პოზიციის პროფილის შესაბამისად; - უცხო ენების ცოდნას; - სამოტივაციო წერილს; |
მუხლი 4.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წამყვანი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
- განათლება - ბაკალავრი; - სამუშაო გამოცდილება - 6 თვე;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დებულება;
- კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
- განათლებას სამუშაოს პროფილის შესაბამისად; - პოზიციის შესაბამის სამუშაო გამოცდილებას; - უცხო ენების ცოდნას; - სამოტივაციო წერილს; |
მუხლი 5.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროსი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
- განათლება - ტექნიკური; - სამუშაო გამოცდილება - 1 წელი;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება;
- კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
- პოზიციის შესაბამის სამუშაო გამოცდილებას; - უმაღლეს განათლებას; - უცხო ენების ცოდნას; |
მუხლი 6.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
- მინიმალური განათლება - ტექნიკური; - სამუშაო გამოცდილება - არ მოეთხოვება;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა; - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება. - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დებულება.
- კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დროის ეფექტური მართვის უნარი; - ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილებას; |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები