მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016158
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
01/06/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
010250020.35.109.016158
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/06/2015 - 06/06/2016)

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 1 ივნისი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „დ.ე“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს და დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები (დანართი №1).
მუხლი 2
დატკიცდეს თანდართული საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა (დანართი №2).
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №35 დადგენილება.
მუხლი 4
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ  სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია



 

 

 

დანართი №1

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს

აპარატისმოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი

 სარგოების ოდენობები


თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2120

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1687

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1687

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

 

5

აპარატის უფროსი

1250

 

უფროსი საჯარო თანამდებობა

 

6

განყოფილების უფროსი

1010

7

თანაშემწე

980

8

მთ.სპეციალისტი

700

 

უმცროსი საჯარო თანამდებობა

 

9

წამყვანი სპეციალისი

560

10

სპეციალისტი

500

 


დანართი №2

 

 მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის

 მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა


თანამდებობის დასახელება

საშტატო ნუსხა

 

საკრებულოს აპარატი

 

1

აპარატის უფროსი

1

2

თანაშემწე

1

 

საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილება

 

3

განყოფილების უფროსი

1

4

მთავარი სპეციალისტი

3

 

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის  განყოფილება

 

5

განყოფილების უფროსი

1

6

მთავარი სპეციალისტი

3

 

საკრებულოს აპარატის საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება

 

7

განყოფილების უფროსი

1

8

მთავარი სპეციალისტი

2

სულ

13