დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/22812-14 ( შპს ”ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი” -ის გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/22812-14 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 22/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/22812-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2015 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი” (ს/კ 208146157)
წარმომადგენელი: დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ 206096419) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 24 დეკემბერს განცხადებით მომართა შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208146157) დირექტორის შპს „რეაბილიტაციის” (ს/კ206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა – ბიძინა ჩიკვილაძემ და ითხოვა შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” უზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართაც დავალიანება შეადგენს 205,71 (ორას ხუთი მთელი სამოცდათერთმეტი მეასედი) ლარს. განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ აქვს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, არ ჰყავს დებიტორები, საწარმოს შეწყვეტილი აქვს წარმოების პროცესი და , შესაბამისად , მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები. ამ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208146157) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლს” (ს/კ 208146157) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსათვის შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” (ს/კ 208146157) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით. ამასთან, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორები გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდნენ სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 23 იანვარს, ხოლო კრედიტორს, სსიპ – შემოსავლების სამსახურს კი ჩაჰბარდა 2015 წლის 27 მარტს (იხ. ს.ფ. 33). განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია მითითებული საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლი” (ს/კ 208146157) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. შპს „ვერცხლის შემცველი ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო ვერცხლს” (ს/კ 208146157) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები