„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016758
154
03/06/2015
ვებგვერდი, 05/06/2015
230210000.22.033.016758
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №154

2015 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, როგორც პირის წარმომადგენელს, უფლება აქვს შეავსოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ამავე საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე, თუ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულთან ერთად, შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა)  საქონელი დეკლარირდება საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან

ბ) წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საქონელი მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან

გ) საქონელი საბაჟო საწყობში განთავსებულია დროებით შენახვის განაცხადით.“.

2. 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  საქონლის  შემოტანამდე  საბაჟო  დეკლარაციით  იმპორტში  გაცხადებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას:

ა) საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი;

ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება;

გ) იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება;

დ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით.“.

3. 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური