,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016085
23
01/06/2015
ვებგვერდი, 05/06/2015
010250050.35.172.016085
,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2015 წლის 1 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესი“  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის N62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016062) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  სოციალური დაცვის პროგრამა და მისი გაცემის წესის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 6. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ზ) ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის უკვდავყოფის (დაკრძალვის) ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე.

3. თანხა გაიცემა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედავით ვაჩაძე