დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1079 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019192 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1079
2015 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესყიდვის პროცედურების სპეციალური წესების გამოყენების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ევროკომისიასთან დადებული საგრანტო ხელშეკრულების (2015 წლის 30 მარტის საგრანტო ხელშეკრულება „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა - II“, ვადით 30 თვე, თანხით 1.050,000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ევრო, ხელშეკრულების ნომერი №ENPI/2014/350-731) ფარგლებში, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დადგენილი წესები ხარჯების გაწევისა და შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელებისას იხელმძღვანელოს ზემოაღნიშნული პროცედურებით, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები და შემდგომში ანგარიში წარუდგინოს გრანტის გამცემს.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები