„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3626-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 24/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.017758
3626-IIს
28/05/2015
ვებგვერდი, 03/06/2015
260000000.05.001.017758
„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში აღნიშნული ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტები მოქმედებს 2015 წლის 31 დეკემბრამდე.“;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფინანსური ანგარიშგების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად მომზადება სავალდებულოა 2015 წლის 31 დეკემბრიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, 2015 წლის 31 დეკემბრამდე სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ეს სტანდარტები.

8. ფინანსური ანგარიშგების მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესაბამისად მომზადება სავალდებულოა 2015 წლის 31 დეკემბრიდან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთანავე, 2015 წლის 31 დეკემბრამდე სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ეს სტანდარტები.“;

გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული აკრედიტაციის წესი 2015 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 2015 წლის 31 დეკემბრამდე აუდიტორების/აუდიტორული ფირმების პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრება არ მოითხოვება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 მაისი 2015 წ.

N3626-IIს