საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1075
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019186
  • Word
1075
27/05/2015
ვებგვერდი, 03/06/2015
000000000.00.003.019186
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1075

2015 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური მომსახურების სააგენტომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, „დიაბეტის მართვის“ (პროგრამული კოდი - 35 03 03 02) ასიგნებათა ფარგლებში, უზრუნველყოს სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების: ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგის - ნოვორაპიდი პენფილი (100 ს.ე. 3 მლ. არა უმეტეს 6 750 კარტრიჯი); ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის - ლევემირი პენფილი (100 ს.ე. 3 მლ. არა უმეტეს 2500 კარტრიჯი); საინექციო შპრიც-კალმისტრის ნემსი ნოვოფაინი 30G 0.3X8მმ (N100 – არა უმეტეს 200 კოლოფი); საინექციო შპრიც-კალმისტრის ნემსი ნოვოფაინი 31G 0.25X6მმ (N100 - არა უმეტეს 800 კოლოფი) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი