დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1074 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019185 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1074
2015 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (KOICA) შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (KOICA) გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ინფორმაციული განვითარების ტექნოლოგიური აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები