დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1073 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019184 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1073
2015 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფ. მუხურში წყალსადენისა და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ჩხოროწყუს სატყეო უბნის მუხურის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში, 366 კვ.მ მიწის ფართობზე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს განესაზღვროს 49 წლამდე.
2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მუხურის სატყეო უბნის ყოფილი საკოლმეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებული ფართობის ტოლფას ფართობზე (366 კვ.მ), 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება (შეღობვით).
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები