დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1072 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019183 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1072
2015 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (სარადარო ანტენების განთავსება) განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ხეთის სატყეოს კვარტალ №2-ის ლიტერ №4-ში არსებულ 400 კვ.მ მიწის ფართობზე, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს სასაზღვრო პოლიციას განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.
2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ჭურიის სატყეოს №5 კვარტალის №8 ლიტერში, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (400 კვ.მ) 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება − ტყის კულტურების გაშენება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები