საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1067
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019179
  • Word
1067
25/05/2015
ვებგვერდი, 03/06/2015
000000000.00.003.019179
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1067

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში - გარემოს ეროვნული სააგენტო) გეოლოგიური საფონდო მასალის აციფრვის, ტექნიკური დამუშავებისა და ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საქართველოს ეროვნულ არქივთან (შემდგომში - საქართველოს ეროვნული არქივი), სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული არქივი გათავისუფლდეს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიისა და სახელშეკრულებო ღირებულების არა უმეტეს 50%-ის ოდენობით, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი