დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის გეოლოგიურ სამსახურს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის - „მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე“ მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1066 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019229 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1066
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის გეოლოგიურ სამსახურს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის - „მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე“ მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის გეოლოგიურ სამსახურს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმი - „მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ არსებული დასახლებების, საერთაშორისო გზების და ენერგოსადენების მაგალითზე“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები