დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1063 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019238 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1063
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების საფუძველზე („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 აგვისტოს №1461 განკარგულების გათვალისწინებით) − 478 631.20 (ოთხას სამოცდათვრამეტი ათას ექვსას ოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თვითმმართველი ქალაქი რუსთავისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №1049 განკარგულების საფუძველზე − 882.70 (რვაას ოთხმოცდაორი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1989 განკარგულების საფუძველზე − 97 425.88 (ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულების საფუძველზე − 254 682.42 (ორას ორმოცდათოთხმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაორი ლარი და ორმოცდაორი თეთრი) ლარის ეკონომიების, ჯამში − 831 622.20 (რვაას ოცდათერთმეტი ათას ექვსას ოცდაორი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ფარგლებში ნაგვის შემკრები კონტეინერების შეძენა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები