დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2015 წლის განმავლობაში ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1062 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019232 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1062
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
2015 წლის განმავლობაში ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადასცენ ფიზიკურ პირებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები