დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1059 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019233 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1059
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ და შპს „კორომხეთი ჯორჯიას“ შორის, 2015 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტიის (755 000 აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, გაუქმდეს შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 755 000 აშშ დოლარის ოდენობით.
3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე, გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები