დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1054 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019235 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1054
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემისშესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივითვითმმართველიერთეულისათვისგადასაცემიძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისსახეობათანუსხისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსმთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 მაისის №5/28179 გადაწყვეტილება ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე 86.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობის, გაშენების ფართობი - 33.21 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №44.01.31.324), სენაკისმუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები