დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1053 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019231 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1053
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემისშესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივითვითმმართველიერთეულისათვისგადასაცემიძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისსახეობათანუსხისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსმთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მესამე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 15 მაისის №5/28196 გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში, სააკაძის მოედანზე, საბურთალოს ქუჩაზე, მიწისქვეშა გასასვლელში მდებარე (ნაკვეთი №28/15), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 238.56 კვ.მ ფართის, მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.13.028.015), ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები