შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1052
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019223
  • Word
1052
25/05/2015
ვებგვერდი, 03/06/2015
000000000.00.003.019223
შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1052

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

შპს „სატახას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სატახასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის №207 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-3 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-9 თვის დასასრულს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის გადახდა;

ა.დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-15 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

ა.ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-16 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

ა.ვ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-17 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

ა.ზ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-18 თვის დასასრულს 61 375 (სამოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი