სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

  • Word
სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1049
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019220
  • Word
1049
25/05/2015
ვებგვერდი, 03/06/2015
000000000.00.003.019220
სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1049

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწონებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის (შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ და შპს „ქართული ცემენტი“) 2015 წლის 1 იანვრიდან მომდევნო 3 (სამი) წლის განმავლობაში დედოფლისწყაროდან რუსთავამდე კირქვის რკინიგზით გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშების, შესაბამისი კურსის დაფიქსირებისა და კურსთა შორის სხვაობის სახით, 2015 წლის 1 იანვრიდან გადახდილი თანხის სს „საქართველოს რკინიგზის“ ანგარიშზე, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“/შპს „ქართული ცემენტის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) აქტივის სახით ასახვის თაობაზე.

2. დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“, უზრუნველყოს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი