სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1048
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019219
  • Word
1048
25/05/2015
ვებგვერდი, 03/06/2015
000000000.00.003.019219
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1048

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, სამრეწველო ზონაში, ყოფილი „ტარზის“ ტერიტორიაზე მდებარე 185 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დანგრეული შენობა-ნაგებობები: №1-№9 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.13.33.499) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ (საიდენტიფიკაციო კოდი − №405101367).

2. საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :

ა) საპრივატიზებო თანხის, 1 (ერთი) ლარის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 8 (რვა) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მონაცემთა დამუშავების ცენტრის შექმნა (მათ შორის, მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება) და ფუნქციონირების დაწყება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 11 110 000 (თერთმეტი მილიონ ას ათი ათასი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 8 (რვა) თვის ვადაში;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით  განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე  არანაკლებ 10 (ათი) ადამიანის და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში დამატებით არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობებ ის შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, აღნიშნული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარმოადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვე სტიციის თანხის არანაკლებ 10 %-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია , რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი ) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები .

პრემიერ-მინისტრი                                                            ირაკლი ღარიბაშვილი