სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1046
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019217
  • Word
1046
25/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
000000000.00.003.019217
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1046 

2015 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

     1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული: მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 426 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართით – 426 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.16.07.511); მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 13 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.16.07.512); მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 281 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, განაშენიანების ფართით – 281 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.16.07.513); მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 296 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართით – 296 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.16.07.514); მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართით – 269 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.16.07.515); მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოში მდებარე 267 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართით – 267 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.16.07.516) და ქალაქ ხაშურში, ზემო სერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 48061 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №69.04.68.125) უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

    2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                   ირაკლი ღარიბაშვილი