დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკურ პირ ირაკლი ქაფიანიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1045 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019216 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1045
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკურ პირ ირაკლი ქაფიანიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიწმენდში მდებარე 12.4 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №72.04.02.379) პირდაპირიმიყიდვისფორმით, 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ ირაკლი ქაფიანიძეს (პ/ნ 01011008250).
2. საპრივატიზებოპირობებადგანისაზღვროს:
ა) საპრივატიზებოთანხისგადახდაშესაბამისიხელშეკრულებისგაფორმებიდან30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის არანაკლებ 7 ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ამავე მიზნით, ინფრასტრუქტურის შექმნა,მათ შორის, არანაკლებ 4 ჰა ფართობზე საირიგაციო სისტემის მოწყობა;
ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთის არანაკლებ 2 ჰა ფართობზე ერთწლიანი კულტურების მოყვანა;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, არანაკლებ 6 (ექვსი) თვის ვადით, არანაკლებ 5 (ხუთი) ადამიანის დასაქმება;
დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის (ინფორმაციის) შესაბამისად;
ე) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. სახელმწიფო ქონების შემძენივალდებულია, ამ განკარგულების მეორე პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები