დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩაზე (რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1600 კვ.მ.მიწის ფართობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 მაისის №1-1/962 ბრძანებისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1043 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019214 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1043
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩაზე (რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1600 კვ.მ. მიწის ფართობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 მაისის №1-1/962 ბრძანებისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონის491მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დადგინდეს „ზუგდიდი, რუსთაველის ქუჩაზე (რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1600 კვ.მ. მიწის ფართობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 მაისის №1-1/962 ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისაგან (მყიდველი ვალდებულია, 2011 წლამდე პრივატიზებულ ობიექტზე განახორციელოს 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია) განსხვავებული საპრივატიზებო პირობა შემდეგი სახით:
„მყიდველი ვალდებულია, ქონებაზე, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ პრივატიზებული ქონებით, განახორციელოს 500 000 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიცია.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები