ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1034
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019205
  • Word
1034
25/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
000000000.00.003.019205
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1034

2015 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

     1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

     ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 341.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი კასპი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 67.01.41.098, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

     ბ) შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ (ს/ნ 404428071) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4233.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, კალინინო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.14.10.114, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

     გ) შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ (ს/ნ 404428071) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2125.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, კალინინო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.14.10.116, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

     დ) შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ (ს/ნ 404428071) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 14683.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კალინინო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.14.10.118, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

     ე) შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ (ს/ნ 404428071) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1832.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: გარდაბანი, სოფელი კალინინო, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 81.14.10.121, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

     2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს, მის კომპეტენციაში შემავა­ლი, შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ-მინისტრი                   ირაკლი ღარიბაშვილი