დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018625 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ 391 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის უფროსი; ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი; გ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; დ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის განყოფილების მთავარი ბუღალტერი (III კატეგორია); ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტის/ დეპარტამენტის განყოფილების სპეციალისტი (III კატეგორია); გ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; დ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ე) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებულ რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის XL, XLI, XLII და XLIII თავები:
„თავი XL აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობები მუხლი 49 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) აპარატის უფროსი; ბ) აპარატის უფროსის მოადგილე; გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი; დ) დეპარტამენტის უფროსი; ე) სამსახურის უფროსი; ვ) მთავარი ბუღალტერი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ) განყოფილების უფროსი; გ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; ბ) მთავარი სპეციალისტი; გ) კომისიების თავმჯდომარის თანაშემწეები; დ) ბუღალტერი. თავი XLI აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო თანამდებობები მუხლი 50. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო თანამდებობებია: 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) მთავრობის აპარატის უფროსი; ბ) მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე; გ) მთავრობის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში; დ) მთავრობის აპარატის დეპარტამენტის უფროსი; ე) მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) მთავრობის აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ბ) მთავრობის აპარატის სამმართველოს უფროსი; გ) მთავრობის აპარატის სამმართველოს უფროსის მოადგილე; დ) მთავრობის აპარატის სამსახურის უფროსი; ე) მთავრობის აპარატის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი; ვ) მთავრობის აპარატის სამმართველოს სამსახურის უფროსი; ზ) მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) მთავარი სპეციალისტი; ბ) მთავრობის აპარატის უფროსის თანაშემწე.
მუხლი 51. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების: სამინისტროების, დეპარტამენტებისა და აფხაზეთის მინისტრის აპარატების საჯარო თანამდებობებია: 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) მინისტრი (დეპარტამენტის თავმჯდომარე); ბ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) პირველი მოადგილე; გ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) მოადგილე. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) აპარატის უფროსი; ბ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; გ) სამინისტროს (დეპარტამენტის) სამმართველოს (სამსახურის) უფროსი; დ) მთავარი ბუღალტერი; ე) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) მთავარი მრჩეველი; ვ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი; ბ) სამინისტროს (დეპარტამენტის) განყოფილების უფროსი; გ) სამინისტროს დეპარტამენტის (აპარატის) სამმართველოს უფროსი; დ) სამინისტროს სამმართველოს (სამსახურის) უფროსის მოადგილე; ე) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე; ვ) სამინისტროს (დეპარტამენტის) სამმართველოს განყოფილების უფროსი; ზ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი; თ) სამინისტროს (დეპარტამენტის) აპარატის განყოფილების უფროსი; ი) სამინისტროს (დეპარტამენტის) განყოფილების უფროსის მოადგილე; კ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) თანაშემწე; ლ) მინისტრის (დეპარტამენტის თავმჯდომარის) მრჩეველი; მ) ბუღალტერი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) მთავარი სპეციალისტი; ბ) უფროსი სპეციალისტი; გ) სპეციალისტი. მუხლი 52. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების საჯარო თანამდებობებია: 1.მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; ბ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე; ბ) წარმომადგენლობის აპარატის უფროსი; გ) წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი; დ) წარმომადგენლობის მთავარი ბუღალტერი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) წარმომადგენლობის აპარატის უფროსის მოადგილე; ბ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანაშემწე; გ) წარმომადგენლობის სამსახურის უფროსის მოადგილე; დ) წარმომადგენლობის სამსახურის (აპარატის) განყოფილების უფროსი; ე) წარმომადგენლობის ბუღალტერი; ვ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მრჩეველი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) წარმომადგენლობის მთავარი სპეციალისტი; ბ) წარმომადგენლობის წამყვანი სპეციალისტი; გ) წარმომადგენლობის უფროსი სპეციალისტი; დ) წარმომადგენლობის სპეციალისტი. მუხლი 53. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამთავრობო დაწესებულებების საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო თანამდებობებია: 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) სამთავრობო დაწესებულების საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი; ბ) მთავრობის (სამთავრობო დაწესებულების) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს (სამსახურის) უფროსი; დ) მთავარი ბუღალტერი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) განყოფილების უფროსი; ბ) მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს (სამსახურის) უფროსის მოადგილე; გ) განყოფილების უფროსის მოადგილე; დ) სამმართველოს განყოფილების უფროსი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) მთავარი სპეციალისტი; ბ) უფროსი სპეციალისტი; გ) სპეციალისტი.
თავი XLII აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობები მუხლი 54 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) აპარატის უფროსი; ბ) აპარატის უფროსის მოადგილე; გ) თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი; დ) დეპარტამენტის უფროსი; ე) კომისიის აპარატის უფროსი; ვ) თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი; ზ) სამსახურის უფროსი; თ) მთავარი ბუღალტერი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) განყოფილების უფროსი; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; დ) კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე; ე) აპარატის უფროსის თანაშემწე. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) მთავარი სპეციალისტი; ბ) წამყვანი სპეციალისტი; გ) უფროსი სპეციალისტი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) მდივან-სპეციალისტი; ბ) სპეციალისტი .
თავი XLIII აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საჯარო თანამდებობები
მუხლი 55 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) მინისტრი; ბ) მინისტრის პირველი მოადგილე; გ) მინისტრის მოადგილე; დ) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი; ე) მთავრობის აპარატის უფროსი; ვ) მთავრობის აპარატის დეპარტამენტის უფროსი. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე; ბ) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე; გ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ე) მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი; ვ) მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე; ზ) სამსახურის უფროსი; თ) განყოფილების უფროსი; ი) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი; კ) საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) მინისტრის მრჩეველი; ბ) მინისტრის თანაშემწე; გ) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის თანაშემწე; დ) მთავარი სპეციალისტი; ე) წამყვანი სპეციალისტი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) უფროსი სპეციალისტი; ბ) სპეციალისტი; გ) დამხმარე მოსამსახურე.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები