დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440050000.10.003.018624 |
|
„ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის №120 დადგენილებაში (სსმ, 78, 26/06/2009) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №1). 2. „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული, „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის“ (დანართი №1): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გრანტის გაცემას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - ფონდი).“; ა.ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფონდი შეიმუშავებს და ფონდის გენერალური დირექტორი (შემდგომში - დირექტორი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს: ა) საგრანტო პროექტის დაფინანსების გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის პროგრამასა და პირობებს; ბ) საგრანტო განაცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადებს; გ) საგრანტო განაცხადის სააპლიკაციო ფორმებს; დ) გრანტით დაფინანსებული პროექტების შესრულების ანგარიშგების ფორმებსა და მონიტორინგის პროცედურას. 4. დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარ პროექტების შემფასებელ კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. 5. პროექტების შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს.“; ბ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს - ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც ფლობს ინგლისურ, ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი გეგმავს სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი, დოქტორანტი და ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, აკრედიტებულ და ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 3. გრანტის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერს აუნაზღაურდება საერთაშორისო მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის ხარჯები, მიეცემა ყოველთვიური ფიქსირებული სტიპენდია, რომელიც დაფარავს საცხოვრებელი ბინის, შიდა ტრანსპორტირების, კვების ხარჯებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დაუფინანსდება მასპინძელ ორგანიზაციაში სტაჟირებისათვის მოთხოვნილი სარეგისტრაციო გადასახადი.“; გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გრანტის გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის ეტაპები და პროექტის შეფასება 1. კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) საგრანტო განაცხადის ფონდში წარდგენა; გ) საგრანტო განაცხადის წინასწარი შერჩევა საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) შერჩეული საგრანტო განაცხადების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი პროექტების შემფასებელი კომისიის მიერ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით; ე) გამარჯვებული პროექტების დამტკიცება და ხელშეკრულებების გაფორმება. 2. კონკურსის პირობების შესაბამისი საგრანტო განაცხადები შეფასდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით გათვალისწინებული საგრანტო განაცხადების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი პროექტების შემფასებელი კომისიის მიერ.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული, „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები
|
შენიშვნა:
1 - შესაძლებელია 0.5; 1.5; 2.5; 3.5 და 4.5 ქულების მინიჭება. 2 - წელიწადში ერთ გრანტზე 35 000 ლარზე მეტი თანხა არ გაიცემა. 3 - ერთნაირი ქულების შემთხვევაში, განიხილება პირველი და მე-2 კრიტერიუმების ჯამური ქულა. ამ კომპონენტის დამთხვევის შემთხვევაში, დაფინანსდება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები