,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 15/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016328
43
01/06/2015
ვებგვერდი, 05/06/2015
010250020.35.162.016328
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №43

2015 წლის 1 ივნისი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის № 19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2014, 010250020.35.162.016236) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
  1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52  მუხლები:

        ,,მუხლი 51. საკრებულოს საქმისწარმოება

  1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.
  2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.
  3. საკრებულოში ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ ,,საჯარო რეესტრის ერივნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით.
  4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: ,,მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.“.

,,მუხლი 52. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

  1. საკრებულოს რეგლამენტის 51 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს:

ა) სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 2015 წლის 31 დეკემბრამდე;

ბ) ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის ,,მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვა 2016 წლის 30 აპრილამდე;

გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების  ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით .

  1.  ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი