დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016329 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, 010250020.35.162.016259) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
,,მუხლი 41. აპარატის ელექტრონული საქმისწარმოება ა) საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება; ბ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად; გ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის მეშვეობით; დ) საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“; ე) საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.“.
„მუხლი 9. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. საკრებულოს რეგლამენტის 51 მუხლით განსაზღვრული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს: ა) სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს’’ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 2015 წლის 31 დეკემბრამდე; ბ) ავტომატიზებული პროგრამის ,,მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა’’ დანერგვა 2016 წლის 30 აპრილამდე; გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის ეფექტიანი გამოყენების მიზნით. 2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები