„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/207
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016373
1-1/207
27/05/2015
ვებგვერდი, 01/06/2015
040030000.22.024.016373
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/207

2015 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 4 აპრილის №1-1/90 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/04/2014, 040030000.22.024.016320) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამხმარე მექანიზმების შემოღება, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს, სხვა საწარმოებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუადვილებს წვდომას ინფორმაციაზე, ფინანსებსა და განათლებაზე;
დ) მაღალი სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა დამწყები ბიზნესების, სხვა საწარმოებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;“

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბების და სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების და ტექნიკური დახმარების სქემების შემუშავება, ორგანიზება ან/და განხორციელება.“

2. მე-5 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების და ტექნიკური დახმარების სქემების შემუშავებაში, ორგანიზებასა ან/და განხორციელებაში მონაწილეობა.“

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) სასწავლო/საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების და ტექნიკური დახმარების სქემების შემუშავებაში, ორგანიზებასა ან/და განხორციელებაში მონაწილეობა.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 20 მაისიდან წარმოშობილ  ურთიერთობებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი