„საქართველოს მთავრობას, „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT LTD. STI.“-ს და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 25 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის“ შესახებ

  • Word
„საქართველოს მთავრობას, „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT LTD. STI.“-ს და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 25 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის“ შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1031
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019202
  • Word
1031
25/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
000000000.00.003.019202
„საქართველოს მთავრობას, „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT LTD. STI.“-ს და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 25 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის“ შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1031

2015 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობას, „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT LTD. STI.“-ს და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 25 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის“ შესახებ

     1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, „საქართველოს მთავრობას, „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT LTD. STI.“-ს და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 25 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის“ ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, ამავე მემორანდუმის 3.7 და 38 პუნქტების საფუძველზე.

     2. ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი, წინამდებარე განკარგულების მიღების დღიდან, ჩაითვალოს შეწყვეტილად (ძალადაკარგულად), „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT LTD. STI.“-ს მიერ, მემორანდუმის 3.7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობის გამო.

     3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს, „EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT LTD. STI.“-სთვის, მემორანდუმის გაუქმების თაობაზე, შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი