საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი პირობითი ჩუქებისა და იჯარის ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019177
1024
25/05/2015
ვებგვერდი, 04/06/2015
000000000.00.003.019177
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი პირობითი ჩუქებისა და იჯარის ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1024

2015 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი პირობითი ჩუქებისა და იჯარის ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე და  შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ    

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“  შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების (BOO) თაობაზე ხელშეკრულებისა“  (2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) და საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“, CLEAN ENERGY INVEST AS-ს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას შორის 2015 წლის 19 მარტს გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს მთავრობას, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის გასაფორმებელი პირობითი ჩუქების და იჯარის ხელშეკრულების პროექტი ამ განკარგულების №1 დანართში მოცემული რედაქციით.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების და, შესაბამისად, ამავე განკარგულების №2 დანართში მოცემულ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან 60 (სამოცი) დღის ვადით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იჯარის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების №2 დანართში მოცემული ქონება, ამავე განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.           

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას. 

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. 

პრემიერ-მინისტრი                                                      ი. ღარიბაშვილი