დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის − 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019176 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1023
2015 წლის 25მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის − 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის − 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გრაფა − „სამინისტროების საინფორმაციო და გასართობი კუთხეების მოწყობა რუსთაველის გამზირზე კონკრეტულ ლოკაციებზე; პავილიონების მოწყობა“ − ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
საინფორმაციო და გასართობი კუთხეების მოწყობა რუსთაველის გამზირზე კონკრეტულ ლოკაციებზე; პავილიონების მოწყობა | საინფორმაციო-გასართობ ნაწილში პასუხისმგებელია ინდივიდუალურად ყველა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ − საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, პავილიონის მოწყობის ნაწილში − ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია |
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები