დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გ. რატიანისა და ვ. გრიგალაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის N624 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019174 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1021
2015 წლის 25მაისი
ქ. თბილისი
„გ. რატიანისა და ვ.გრიგალაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის № 624 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,გ. რატიანისა და ვ.გრიგალაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის № 624 განკარგულებაში შეტანილ იქნე ს ცვლილება და განკარგულების სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ . ლოლაძისა და ვ.გრიგალაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად ასევე დაინიშნოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხვია გრიგალაშვილი.“ .
პრემიერ- მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები