დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1019 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019172 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1019
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარედგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მის მიერ მომზადებული მოხსენება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.
2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 55-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს პარლამენტს.
3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლა დ დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე .
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები