დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019169 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1015
2015 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული - ღონისძიებაზე პასუხისმგებელი უწყების - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და მის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების დასახელების გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ამსახველი მასალის დემონსტრირება; განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ხელმისაწვდომობისა და განათლების გარემოს საილუსტრაციო ღონისძიებების ორგანიზება; ბარმენების შოუს მოწყობა; დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება; კულინარიული კერძების მომზადება; წამახალისებელი თემატური შეჯიბრებების ჩატარება; სსიპ - შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში - ფონდი) საქმიანობისა და ზოგადად მეცნიერების საზოგადოებაში პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება; ახალგაზრდების დაინტერესება მეცნიერებით, საზოგადოებისათვის ფონდის საქმიანობის უკეთ გაცნობის მიზნით სხვადასხვა სახის საიმიჯო პროდუქტების მიწოდება ლოგოტიპით, ფართო საზოგადოებრივი ინტერესის გამოწვევის მიზნით სხვადასხვა სახის აქტივობების ჩატარება, ფონდის პროგრამების, კონკურსებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა სტუმრებისთვის, ფონდის მიერ დაფინანსებულ კონკურსებში ზოგიერთი გამარჯვებული პროექტის შედეგების შეძლებისდაგვარად დემონსტრირება | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო/სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო/სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი/სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.“ |
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები