,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016453
38
05/06/2015
ვებგვერდი, 05/06/2015
100110000.22.038.016453
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №38

2015 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 აპრილის №373  ბრძანებით (სსმ, 30/12/2013, 100110000.22.038.016251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 49-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. მსჯავრდებულის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება ან დატოვების მცდელობა, დაწესებულების ტერიტორიის უნებართვოდ დატოვება ან გასვლის ნებართვით განსაზღვრულ დაბრუნების დღეს არასაპატიო  მიზეზით გამოუცხადებლობა, აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების ან/და დაწესებულების რეჟიმის სხვა უხეში დარღვევა, რომელიც არსებითად უშლის ხელს დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და გამოიხატება მსჯავრდებულის აგრესიულ ქცევაში, დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანებაში, აკრძალული ნივთის დამზადება/შენახვა/გამოყენებაში, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ან ღირსების სხვაგვარად შელახვაში, დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობაში ხელის შეშლაში ან დაწესებულებაში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადებაში, არის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი, ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესის დაუცველად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი